Thursday, July 14, 2011

1.პროექტის სახელწოდება:ენერგიის განახლებადი წყაროები

2.პროექტის მთავარი იდეა(თემა) 1–2 წინადადებით:არატრადიციული, განახლებადი ენერგეტიკული წყაროების გამოყენებით მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა ქვეყნის ეკოლოგიურ დ ა ენერგოუსაფრთხოებაში
.
3.პროექტის აქტუალობა:თანამედროვე მსოფლიოში მეცნიერები  ფიქრობენ ენერგიის ალტერნატიული, განახლებადი წყაროების გამოყენებაზე, რადგან ტრადიციული ენერგორესურსები შეზღუდულია, იზრდება ენერგიის მომხმარებელთა რაოდენობა, გლობალური დათბობა აჩქარებს დნობის პროცესს, მოსალოდნელია ეკოკატასტროფები.

4 .პროექტის მიზნები:მოსწავლეები გაეცნონ თანამედროვე მსოფლიოს  ენერგოპრობლემებს,გაიზიარონ  ეს  პრობლემები საქართველოსთან მიმართებაში და მოიძიონ ის  ალტერნატიული  ენერგეტიკულიწყაროები,რომელთა გამოყენებაც ხელს შეუწყობს  ქვეყნის ეკოლოგიურ და ენერგოუსაფრთხოებას.

5მონაწილეთა ასაკი:13–15

6.ვადები ხანგრძლივობა–3 თვე.

7.მოსალოდნელი შედეგები –პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:გაიაზრონ მოსწავლეებმა რა საფრთხეების წინაშე დგას ჩვენი დედამიწა, იზრუნონ და თავიანთი მცირედი წვლილი შეიტანონ მსოფლიო გლობალური პრობლემების გადაწყვეტაში.

8.პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები:საბავშვო ენციკლოპედიები, ენერგოუსაფრთხოების  ცენტრის ბროშურები, ინტერნეტი.

9.პროექტის მსვლელობა–(ძირითადი აქტივობები):მოსწავლეთა დაყოფა ჯგუფებად და მათთვის დავალებების განაწილება
      პირველი ჯგუფი–შეისწავლონ წყლის და  მზის  ენერგიის გამოყენების პირობები საქართველოში.
      მეორე ჯგუფი–ქარის დაგეოთერმული  ენერგიის  გამოყენება.
     მესამე ჯგუფი–ბიოენერგიის მიღება და .გამოყენება. ამ ჯგუფის წევრებს დაევალება  შეისწავლონ ჩვენს რაიონში სოფ. სეფიეთში მცხოვრებ ჯამბულ მელიას  ოჯახში მოწყობილი ფერმერული  მეურნეობა და ის ბიოდანადგარი, რომლითაც ოჯახი ღებულობს ელექტროენერგიას და ბუნებრივ აირს.
      მუშაობის პროცესში სისტემატური კავშირი მექნება ჯგუფებთან და საჭიროების შემთხვევაში გავუწევ დახმარებას, მუშაობის დამთავრების შემდეგ სკოლის მასწავლებლებს,მოსწავლეებს, მათ მშობლებს ბავშვები გააცნობენ თავიანთ ნამუშევრებს:რეფერატებს, სურათებს, დიაგრამებს, რის შემდეგაც გაიმართება დისკუსია  და გააკეთებენ დასკვნას  თუ როგორ გამოიყენონალტერნატიული ენერგეტიკული წყაროები, როგორ გაუფრთხილდნენ ბუნებას და შეცადონ  აიცილონ ეკოლოგიური კატასტროფები.

10.საგნებთან –საგნობრივ ჯგუფებთან  –ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:უვითარებს პრობლემის გადაჭრის,  კვლევა–ძიების, დასკვნების გაკეთების             უნარს, კავშირი ყოველდღიურობასთან.
     საგანთაშორის კავშირები–გეოგრაფია, ბიოლოგია, ქიმია.
 
11.პროექტის ხელმძღვანელი–მასწავლებელი:ნანა ნადარაია


12.ხელმძღვანელის ელ–ფოსტა:n.nadaraia1958@gmail.com

13.პროექტის ვებ– გვერდი– ბლოგი:nnadaraia.blogspot.com